მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალშია
ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ამერიკელი ვარვარა პერჩენკო დაამარცხა და უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტის სტატუსი სწორედ პერჩენკოს ჰქონდა მინიჭებული, მარიამმა ამერიკელი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა, - 7:5, 6:4.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 12 ვინერსი შეასრულა, უნებლიე შეცდომა კი ჯამში 23-ჯერ დაუშვა. რაც შეეხება პერჩენკოს, მას 23ვინერსი და 32 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ შემდეგ ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე შვეიცარიელ სელინ ნაეფს დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






