მარკო არნაუტოვიჩი კარიერას ცრვენა ზვეზდაში გააგრძელებს
ავსტრიელი ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ოფიციალურად შეუერთდება. 36 წლის ვეტერანმა სერბულ კლუბთან...

გამოცდილი შემტევი ბოლოს იტალიურ „ინტერში“ ასპარეზობდა, სადაც სეზონის განმავლობაში ეპიზოდური მონაწილეობა ჰქონდა. არნაუტოვიჩს შთამბეჭდავი კარიერა აქვს – ის წლების განმავლობაში იცავდა ისეთ კლუბების ღირსებას, როგორებიცაა „ბოლონია“, ჩინური „შანხაი“, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლები „ვესტ ჰემი“ და „სტოკ სიტი“, ასევე გერმანიის „ვერდერი“ და ნიდერლანდების „ტვენტე“.
„ცრვენა ზვეზდას“ ეს ტრანსფერი გამოცდილებისა და ლიდერობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც შესაძლოა სერბული კლუბის საერთაშორისო ამბიციებზეც მიანიშნებდეს. არნაუტოვიჩისთვის კი ეს კარიერის შემაჯამებელი ეტაპია.
What's Your Reaction?






