მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, ხელი შეუშალოს ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის დახურვაში. „მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, დაუკავშირდნენ მათ (ირანს) ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით. თუ ისინი [სრუტეს დახურავენ] ეს მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ გვაქვს მოგვარების ვარიანტები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა განიხილონ ეს საკითხი. […]


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, ხელი შეუშალოს ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის დახურვაში.
„მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, დაუკავშირდნენ მათ (ირანს) ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით. თუ ისინი [სრუტეს დახურავენ] ეს მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ გვაქვს მოგვარების ვარიანტები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა განიხილონ ეს საკითხი. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკას გაცილებით უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ჩვენსას“, – აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტმა სრუტის დახურვის გეგმა დაამტკიცა. ამასთან, ირანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო იღებს.
BBC-ი წერს, რომ ნავთობის მიწოდების ნებისმიერ შეფერხებას ღრმა შედეგები მოჰყვება ეკონომიკაზე. კერძოდ, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია მსოფლიოში და მჭიდრო ურთიერთობა აქვს თეირანთან.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა კი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
BBC-ი წერს, რომ მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ნავთობისა და გაზის მსხვილი მწარმოებლები რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის ამ მარშრუტს იყენებენ. სრუტეში ოპერაციების ჩაშლის ნებისმიერმა მცდელობამ შესაძლოა ნავთობის გლობალური ფასები მკვეთრად გაზარდოს.
What's Your Reaction?






