მარკუს რაშფორდმა ბარსელონაში თამაშის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი, რომელიც ამჟამად იჯარით „ასტონ ვილას“ რიგებში იმყოფება, „ბარსელონაში“...

YouTube არხ xBuyer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რაშფორდმა კატალონიური კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავ ლამინ იამალთან ერთად თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მსურს საუკეთესოებთან ერთად თამაში. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში,“ – განაცხადა ინგლისელმა.
რაშფორდი ამ ეტაპზე ესპანეთში ისვენებს. მისივე თქმით, ქვეყანა მოსწონს და ინტერვიუში ახსენა ტიერი ანრიც – ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა როგორც ინგლისში („არსენალი“), ასევე ესპანეთში („ბარსელონა“) წარმატებით გაატარა.
მიუხედავად ინტერესისა, რაშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
What's Your Reaction?






