ინგლისელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, სტიუარტ ჯეიმსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
ეს ბიჭი ყველა მწვრთნელის ოცნებაა. მას ბევრი სხვადასხვა სასარგებლო თვისება აქვს ერთად მოგროვილი და მათი საერთო ძალისხმევით თამაშობს. ხვიჩა ნიჭიერი დრიბლიორია, რომელიც დაცვაშიც ხშირად ირჯება.
კვარაცხელიამ თავისი მნიშვნელოვანი გავლენია იქონია ატლეტიკოსთან შეხვედრაზე, სადაც 2 საგოლე პასი გააკეთა და გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო. ხვიჩას აქვს ის საფეხბურთო შიმშილი, მონდომება და ენერგია, რაც პარიზელთა შეტევას გაცილებით ეფექტურს ხდის.
- თქვა ჟურნალისტმა.