“მდგომარეობა ინვესტიციების კუთხით მძიმეა” – ზვიად სხვიტარიძე

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკამ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესი შეუმცირა”. მისი თქმით, ინტერესის შენელების მიზეზი ისაა, რომ ამერიკელი ინვესტორები ქვეყანას ჩინეთის, რუსეთისა და ირანის მოკავშირედ აღიქვამდნენ. ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ ელჩი დანიგანის გზავნილები არ არის ფიზიკური პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება და […]

ივლ. 9, 2025 - 04:27
 0
“მდგომარეობა ინვესტიციების კუთხით მძიმეა” – ზვიად სხვიტარიძე

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკამ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესი შეუმცირა”. მისი თქმით, ინტერესის შენელების მიზეზი ისაა, რომ ამერიკელი ინვესტორები ქვეყანას ჩინეთის, სა და ირანის მოკავშირედ აღიქვამდნენ.
ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ ელჩი დანიგანის გზავნილები არ არის ფიზიკური პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება და ის -ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციას ასახავს.
მისი თქმით, დანიგანის მხრიდან გაკეთებული შეფასებები განსაკუთრებით საინვესტიციო გარემოსთან მიმართებით რეალობასთან სრულ თანხვედრაშია, რადგან ამერიკაში ბევრ ბიზნესმენს საქართველოში არსებული მდგომარეობა რუსეთის 90-იან წლებს ახსენებს. მისი თქმით, როცა ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები ნდობას კარგავენ, ქვეყანაში ინვესტიციები ვერ გაიზრდება.
“ელჩი დანიგანის შეფასება, არ არის ელჩის შეფასება ან ცალკე აღებული ფიზიკური პირის ან ინდივიდის შეფასება. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია, როდესაც ელჩი გამოდის საჯაროდ, მით უმეტეს მედიასთან, პრესასთან, ღია მესიჯებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ადმინისტრაციისგან უკვე არის დავალება, რომ ის კონკრეტული მესიჯები, რომელიც არის კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, ის გააჟღეროს.
შესაბამისად, ის მესიჯები, რეალობასთან პირდაპირ ახლოს არის, როგორც იცით, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, მდგომარეობა ინვესტიციების და საერთოდ ბიზნეს გარემოს კუთხით კიდევ უფრო გართულებული და მძიმეა. ამერიკაში ბევრთან მაქვს რა თქმა უნდა, ურთიერთობა, როგორც ბიზნეს წრეებთან, ასევე საელჩოსთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან, აქ განწყობა არ არის პოზიტიური. ზოგიერთს ბიზნესმენს უკვე საქართველოში რუსეთის 90-იანი წლების პერიოდი ახსენდება. ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, როდესაც ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ბიზნეს მდგრადობას და როდესაც ნდობა იკარგება ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იქ ინვესტიციები არ იზრდება. ამიტომ აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ კონტექსტის გათვალისწინებით იყო ელჩის გამოსვლა უკვე საჯაროდ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და შესაბამისად უკვე ახალი ადმინისტრაცია ზუსტად იდენტურად აფასებს მდგომარეობას, რასაც ფაქტობრივად ძველი ადმინისტრაცია აკეთებდა,”- აცხადებს ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow