მეგის ქარდავა მოვიდა, ხელი თმებში მომკიდა და მეუბნება, რომ ჩემი სისხლი უნდა ამელოკა
მეგის ქარდავა მოვიდა, ხელი თმებში მომკიდა და მეუბნება, რომ ჩემი სისხლი უნდა ამელოკა ყოფილმა პატიმარმა გიორგი ხოჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პატიმრობაში მასზე განხორციელებული წამება დეტალურად გაიხსენა გადაცემა „იმედის კვირაში“. „სისხლი მომდიოდა ორგანიზმის ყველა ნაწილიდან, ისე ვიყავი ნაცემი. მეგის ქარდავა მოვიდა, ხელი თმებში მომკიდა და მეუბნება, რომ ჩემი სისხლი უნდა ამელოკა. მე რეაგირება არ მქონდა, […]


მეგის ქარდავა მოვიდა, ხელი თმებში მომკიდა და მეუბნება, რომ ჩემი სისხლი უნდა ამელოკა
ყოფილმა პატიმარმა გიორგი ხოჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პატიმრობაში მასზე განხორციელებული წამება დეტალურად გაიხსენა გადაცემა „იმედის კვირაში“.
„სისხლი მომდიოდა ორგანიზმის ყველა ნაწილიდან, ისე ვიყავი ნაცემი. მეგის ქარდავა მოვიდა, ხელი თმებში მომკიდა და მეუბნება, რომ ჩემი სისხლი უნდა ამელოკა. მე რეაგირება არ მქონდა, მერე ჩემი სისხლის გუბეზე დამადებინა თავი და სისხლით მომისვარეს მთლიანი სახე. მთელი ტანი მქონდა გახეული, ჩემი სისხლის გუბეებით იყო მორწყული იქაურობა. მუცლით დამაწვინეს, კოხტა კოდუამ ნარკოტიკი ჩამიდო და კამერა ჩართეს მაშინ, როდესაც უკვე ჯიბიდან თავის ჩადებულ ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა“, – აღნიშნა გიორგი ხოჭავამ.
ხოჭავამ ისიც გაიხსენა, როგორ სცემეს დედამისს და როგორ მიაღებინეს ინსულტი მათ დასახმარებლად მისულ მეზობელს.
„გონერი ჩუხუა, რომელმაც როცა დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ადამიანებმა, უთხრა, როგორ იქცეოდნენ, როგორ ექცეოდნენ ქალს. ეს იყო ხანში შესული ადამიანი. ისე ძალიან სცემეს, რომ ადგილზე ინსულტი მიაღებინეს და არავის არ მისცეს იმის საშუალება, რომ სასწრაფო დახმარებისთვის დაერეკათ“, – იხსენებს ხოჭავა.
ყოფილი პატიმარი ციხეში მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და იხსენებს როგორ ემუქრებოდნენ, არ ასმევდნენ წყალს, არ აძლევდნენ საკვებს და რაც მთავარია, უდანაშაულოდ ტოვებდნენ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც ქურდობისთვის, რომლის აღიარებასაც ხოჭავასგან მოითხოვნენ, სხვა პირი დააკავეს.
„დამაჩოქა ქარდავამ, ამოიღო იარაღი, დამადო თავზე და მეუბნება, რომ დაგიხოცავ მშობლებს და შენს 14 წლის ძმასაცო. ციხეში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს და ყოველ წუთში ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი. არ ვიცი, როგორ გავძელი. იმ პროკურორის სახელი და გვარი, რომელიც ჯერ ამ ქურდობას მედავებოდა და როცა ქურდობა მომეხსნა, მერე ამ ჩადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ეს პროკურორია ლევან საჯაია. დღეს მუშაობს ადვოკატად თბილისში.
როცა მე ტუბზონაზე გადამიყვანეს, ვიყავი 38 ან 39 კილოგრამი. დამაგდეს თოვლში და ძალიან მცემეს რამდენიმე წუთი. ჩამინგრიეს ორგანიზმში ყველაფერი: ხერხემალი, თირკმელი, კუჭ-ნაწლავი, გამტეხეს. აქედან გამომდინარეა, რომ პრობლემა მაქვს და დღემდე არ მყავს შვილი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
What's Your Reaction?






