მედია: ბიუჯეტს მილიონები დააკლდა – ბიზნესმენები ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ
ბიუჯეტს მილიონები დააკლდა. ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც რეჟიმი არ აღიარებს, ოფიციალურ მონაცემებში აისახა. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში მოცემულია ყველა რიცხვი, რა შეასრულეს და რა ვერ. ირკვევა, რომ 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე 50%-ით არის ჩამორჩენა საგარეო ვალის გეგმის შესრულების ნაწილშიც. თუ მოგების გადასახადის […]


ბიუჯეტს მილიონები დააკლდა. ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც რეჟიმი არ აღიარებს, ოფიციალურ მონაცემებში აისახა. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში მოცემულია ყველა რიცხვი, რა შეასრულეს და რა ვერ.
ირკვევა, რომ 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე 50%-ით არის ჩამორჩენა საგარეო ვალის გეგმის შესრულების ნაწილშიც.
თუ მოგების გადასახადის ნაწილში მონაცემებს შევხედავთ , 821 მლნ ლარი შეადგინა შემოსავლების მოცულობამ მაშინ, როცა 850 მლნ ლარი იყო დაგეგმილი აქციზის შემთხვევაში. 490 მლნ მიიღო შემოსავლების სახით ბიუჯეტმა მაშინ, როდესაც 560 მლნ-ის მიღებას ელოდნენ.
მკაფიოა გეგმის ვერშესრულება იმპორტის გადასახადის ნაწილშიც. 35 მლნ-ის ნაცვლად ბიუჯეტმა 31 მლნ ლარი მიიღო.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მიტაცებული არჩევნების შემდეგ დაანონსებული ეკონომიკური რყევები სახეზეა.
ეკონომისტები მომდევნო კვარტლებში კიდევ უფრო მძიმე პროგნოზს აკეთებენ. ამბობენ, რომ შემოდგომაზე ყველაზე მკაფიოდ დაეტყობა ეკონომიკას “ქართული ოცნების” ნაბიჯების შედეგები.
პირველად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გვაქვს სურათი, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის გამოძახილი იმ შენელბულ ბიზნეს აქტივობაზე ეკონომიკაში, რაც გვაქვს სახეზე 2025 წელს. ანუ ეს არის უფრო შედეგი, ხოლო მიზეზი არის ქვეყანაში შენელებული ბიზნესაქტივობა, სემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამავდროულად, არასასურველი ბიზნესკლიმატი. აშკარაა, რომ ქვეყანაში გვაქვს კაპიტალის ნაკლებობა. ახალი კაპიტალი, ფაქტობრივად, არ შემოდის სახელმწიფოში, რაც საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს, წესით, გააქტიურებული ეკონომიკის საფუძველი.
დასანქცირებული “მთავრობა” არ არის კარგი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ გადახვევა ევროკავშირის გზიდან არის ცუდი ეკონომიკისთვისაც. ჩვენ ახლა ვხედავთ იმ ეკონომიკურ ეფექტებსაც, რომელიც მოჰყვება თან პოლიტიკურ კრიზისს და პოლიტიკურ იზოლაციას. შემოსავლები იმ ტემპით და იმ მასშტაბით ვერ შემოვიდა რაც იყო დაგეგმილი საგადასახადო და გაუჭირდა მთავრობას ახალი ვალის აღება. შესაძლოა, მას მოუწიოს თავისი ხარჯების შემცირება, ეს ე.წ. სეკვესტრი, რომელიც ჩვენ გვაქხსოვს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ბიზნესი ამბობს, რომ ფული ჩადებას ფრთხილობს, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადია. ისიი უკვე ღიად საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც გაჩნდა.
კახა ხაზარაძე “პირველებთან” იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც მიიღო. ამბობს, რომ ბიზნესში გეგმაზე უკვე 10%-იანი ჩამორჩენა აქვს.
მისი თქმით, ქვეყანა ეკონომიკის ჩამოქცევას ვერ გადაურჩება, თუ რეჟიმის მიდგომა რადიკალურად არ შეიცვალა. ხაზარაძე გამოსავალს მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ხედავს.
მსხვილ ბიზნესთან მაქვს კომუნიკაცია. ფაქტობრივად, არცერთმა ინვესტიციები არ გააკეთა ახალი. ჩვენც გავაჩერეთ, ახალს არაფერს ვაკეთებთ. პირველი კვარტალი შევადარე წლევანდელი შარშანდელს და უფრო მეტი ფასდათმობის გაკეთება მოგვიწია წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 10%-იანი კლება გვაქვს. კლება გვაქვს ჩვენ ქსელში მომხმარებლის. შარშანდელთან შედარებით საშუალო გადახდის ჩეკიც დაბალია, რაც მიუთითებს იმ კრიზისზე, რომეილც ნელ-ნელა უფრო სიღრმეებში შედის. ეკონომიკური ჩამორღვევა ქვეყანას ვერ ასცდება თუ ქვეყანამ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომები. რადიკალური შეცვლა ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. არსებულ სიტუაციაში ჩვენი ყველაზე დიდი რისკი არის გაუმართავი ინსტიტუციები, არარსებული სასამართლო, სადაც ნებისმიერი ბიზნესმენი ალბათ ნატრულობს, რომ სასამართლოში არ მოუწიოს დავა. არ აქვს მნიშვნელობა კერძო იქნება თუ სახელმწიფოსთან, – ამბობს კახა ხაზარაძე.
What's Your Reaction?






