მედია: მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ანატოლი ჩუბაისის აქტივები გაყინა
მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ვლადიმიტ პუტინის ყოფილი პირადი წარმომადგენლის, ანატოლი ჩუბაისის აქტივები გაყინა. სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანია „რუსნანოს” სარჩელის საფუძველზე მიიღო. „რუსნანო“ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული კომპანიაა, რომლის მიზანიც რუსული ნანოტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაა და მოქმედებს, როგორც თანაინვესტორი ნანოტექნოლოგიურ პროექტებში. 2008-დან 2020 წლამდე ჩუბაისი „რუსნანოს” ხელმძღვანელიც იყო. საარბიტრაჟო სასამართლომ ჩუბაისთან ერთად კიდევ 7 ადამიანს დაუყადაღა ჯამში 5.6 მილიარდი რუბლის [66 316 382 აშშ […]


მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ვლადიმიტ პუტინის ყოფილი პირადი წარმომადგენლის, ანატოლი ჩუბაისის აქტივები გაყინა. სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანია „რუსნანოს” სარჩელის საფუძველზე მიიღო.
„რუსნანო“ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული კომპანიაა, რომლის მიზანიც რუსული ნანოტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაა და მოქმედებს, როგორც თანაინვესტორი ნანოტექნოლოგიურ პროექტებში. 2008-დან 2020 წლამდე ჩუბაისი „რუსნანოს” ხელმძღვანელიც იყო.
საარბიტრაჟო სასამართლომ ჩუბაისთან ერთად კიდევ 7 ადამიანს დაუყადაღა ჯამში 5.6 მილიარდი რუბლის [66 316 382 აშშ დოლარი] თანხა და ქონება.
„რუსნანო” მათგან 3.892 მილიარდი რუბლის და 20.4 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. კომპანიამვე მოითხოვა აქტივების და ქონების დაყადაღება.
„რუსნანოს” სპეციალური დავალებების დირექტორმა, ევგენი ფროლოვმა რუსულ სამთარობო მედია TASS-ს უთხრა, რომ კომპანიის პრეტენზია დაკავშირებულია პროექტი Plastic Logic-თან.
მისი თქმით, პროექტმა, „რომელიც 2009 წელს რუსეთში მოქნილი ტაბლეტების წარმოების შექმნისა და ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი დანერგვის მიზნით დაიწყო, საწყის მიზნებს ვერ მიაღწია“.
ფროლოვის თქმით, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიამ უარი თქვა რუსეთში ქარხნის გახსნაზე და ყველა ინვესტიცია იყო უცხოურ იურისდიქციებში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობის დაფინანსებაზე მიმართა.
ანატოლი ჩუბაისმა 2011 წელს ვლადიმირ პუტინს, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო, მოქნილი პლანშეტი აჩუქა, რომელსაც „შეშეეძლო, ჩაენაცვლებინა სახელმძღვანელოების მთელი ნაკრები ყველა დისციპლინაში“.
პროექტი არასოდეს განხორციელებულა.
გარდა ამისა, აუდიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არც ზელენოგრადში აშენდა მოქნილი დისპლეების მწარმოებელი ქარხანა და რომ მათ არ შეუძენიათ ტექნოლოგია უცხოური Plastic Logic-ისგან.
2024 წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ კომპანია Plastic Logic-ის ხელმძღვანელი ბორის გალკინი გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. FSB-ის განცხადებიტ, კომპანიამ რუსული ტაბლეტის შექმნისას 13 მილიარდ რუბლზე მეტი მოიპარა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააკავა „რუსნანოს” ტოპ მენეჯერები: მარინა კასენკოვა, სერგეი პოდოლსკი და არტურ გალსტიანი.
რუსული გამოცემა „კომერსანტის” თანახმად, მათ ბრალად ედებათ ბანკებისთვის მრავალმილიარდიანი ვალების აქტივებად გადაცემა. გამოცემის მიხედვით, „ოპტიმიზაციის სქემა” გალსტიანმა და კასენკოვამ შეიმუშავეს, მანიპულაციის სედეგები კი პოდოლსკის გააცნეს.
თავად ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
2023 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ანატოლი ჩუბაისი რუსეთიდან „გაიპარა“ და „მოშე იზრაილოვიჩად“ იქცა. პუტინის თანახმად, ჩუბაისს შეიძლება ეშინოდეს, რომ „როსნანოს” „უზარმაზარი ფინანსური ხვრელი” „სისხლის სამართლის საქმეების გაჩენას” გამოიწვევს.
ანატოლი ჩუბაისის სახელს უკავშირდება ვლადიმირ პუტინის კარიერული წინსვლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ჩუბაისმა, რომელიც ელცინის საპრეზიდენტო შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 1997 წელს დანიშნა პუტინი თავის მოადგილედ. მალე პუტინი გახდა რუსეთის უშიშროების სამსახურის დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე.
What's Your Reaction?






