„მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა,_ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის […] The post „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს appeared first on .

ივნ. 19, 2025 - 11:27
 0
„მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა,_ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული თ.შ., 2006 წელს დაბადებული მ.ჯ., 2003 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული რ.ჩ. და 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow