"მესის და მარადონას შემდეგ, ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია" - ლინეკერი იამალზე
გარი ლინეკერი მიიჩნევს, რომ ლამინ იამალი უკვე იმსახურებს „ოქროს ბურთს“. ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ახალგაზრდა ესპანელი...

„ის რასაც 18 წლის ასაკში აკეთებს, საოცარია. მისი ტექნიკა, ხედვა და გავლენა თამაშზე გამორჩეულია. ცოტაოდენი იღბალი და ის შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გახდეს“, – თქვა ლინეკერმა Que t'hi Jugues-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ლამინ იამალი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2023 წლიდან ასპარეზობს. მან უკვე მოიგო ოთხი ტიტული და ბოლო სეზონში 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე პასი გააკეთა.
What's Your Reaction?






