"მეტოქეებმა ჩვენი შესწავლა უკვე დაიწყეს" - "პსჟ-ის" ლიდერი თავის შიშებს ამხელს

"მეტოქეებმა ჩვენი შესწავლა უკვე დაიწყეს" - "პსჟ-ის" ლიდერი თავის შიშებს ამხელს

ივლ. 14, 2025 - 23:56
 0
"მეტოქეებმა ჩვენი შესწავლა უკვე დაიწყეს" - "პსჟ-ის" ლიდერი თავის შიშებს ამხელს
"პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანმა მარკინიოსმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსისთან“ დამარცხება გუნდის სათანადო ტაქტიკური შესწავლის შედეგად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში პსჟ-ს უფრო სერიოზული გამოწვევები ელის.

ბრაზილიელი ცენტრალური მცველის თქმით, ლონდონელებმა ფინალის პირველივე ნახევარში გამოავლინეს ფრანგული გრანდის სუსტი წერტილები და დამაჯერებელი უპირატესობაც მოიპოვეს:

"ჩელსის" მოთამაშეებმა ჩვენზე ბევრი იმუშავეს, კარგად შეისწავლეს ჩვენი სუსტი მხარეები და პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობეს. მათ წინააღმდეგ საჭირო იყო უფრო სწრაფი ადაპტაცია, მაგრამ რეაგირება დაგვიანდა.

მთავარი სირთულეები კი სწორედ ახლა იწყება. რადგან წარმატებული სეზონის შემდეგ მეტოქეები ჩვენზე გაცილებით უკეთესი ინფორმაციის ფლობენ და ასეთ გარემოში წარმატების განმეორება გაცილებით რთული ხდება.

ინტერთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან ეფექტურად გამოვიყურებოდით, ასევე ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ "რეალის", "ბაიერნის" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოგვივიდა. "ჩელსი" უბრალოდ ძალიან კარგად იყო მომზადებული.“


მარკინიოსის შეფასება ადასტურებს, რომ პსჟ-სთვის ფინალური მარცხი შესაძლოა მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ ერთი წაგებული ტიტული – ეს არის სიგნალი, რომ გუნდი უნდა განვითარდეს, რათა გაძლიერებული მეტოქეების წინააღმდეგ კვლავ კონკურენტუნარიანი დარჩეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow