“მეც ჩემი საქართველო ძალიან მიყვარს, თუ დამჭირდება, ბრძოლისთვისაც მზად ვარ..." - რას ამბობს შაბან მამედოვი

ახალგაზრდა მომღერალი, შაბან მამედოვი, გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" სოციალურ ქსელებში მის მიმართ არსებულ ნეგატიურ კომენტარებსა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფაზე საუბრობს. ასევე, იხსენებს შემთხვევას, როდესაც მომღერალი ჰამლეტ გონაშვილის საფლავთან სიმღერის გამო გააკრიტიკეს:- ბატონი ჰამლეტის საფლავის ნახვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რისთვისაც ჩემს მეგობარს, მარიამ ქართველს უღრმესი მადლობა. მისი საფლავი ერთად მოვინახულეთ და ჩემთვის მართლა ძალიან ემოციური იყო. ამ ემოციებში მყოფმა გადავწყვიტე, ერთი პატარა სიმღერა შემესრულებინა. "ოროველა" შევასრულე, პატარა ვიდეო ჩავწერეთ და სოციალურ ქსელში დავდე. კომენტარების 99.9% ძალიან თბილი და პოზიტიური იყო. მაგრამ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გამაკრიტიკეს. ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვყოფ, რომელიც არც ქართველია და არც აზერბაიჯანელი. მან დამიწერა: "პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ღირებულებას რომ დაარტყი, ვინმე ჭკუიანი არ გყავდა, რომ მიგითითოს, კონკურს-კონკურს არ იარო და საფლავებზე არ წახვიდე და შენს თავს რეკლამა არ გაუწიო?!" - ასეთი კომენტარი იყო.ასევე, პროექტი "ხალხურის" ერთ-ერთი კონკურსანტის ვიდეოზე, რომელსაც, სამწუხაროდ, პროექტის დატოვება მოუწია, ჩემ შესახებ ეწერა: "კი ბატონო, ვიღაც აზერს გაამარჯვებინეთ და ეს ადამიანი გაუშვით პროექტიდან." ძვირფასო ხალხო, ჯერ არავინ იცის, ვინ იქნება გამარჯვებული. როგორც ყველას, საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს, მეც ჩემი საქართველო და ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. თუ დამჭირდება, ბრძოლისთვისაც მზად ვარ. ეჭვი არავის შეეპაროს... სამხედრო ბაზაზე ვარ გაზრდილი. იარაღიც მჭერია ხელში. მე რომ ვხედავდე, დღეს სამხედრო სამსახურში ვიქნებოდი.ქართველებმა ამ კომენტარის ავტორს ძალიან კარგი პასუხი გასცეს. გული სითბოთი ამევსო. ერთმა დამიწერა, შენ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმა ხარო. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ასეთი ხალხის სითბოთი და სიყვარულით გადავლახავ ამ ყველაფერს.

ივნ. 12, 2025 - 21:57
 0
“მეც ჩემი საქართველო ძალიან მიყვარს, თუ დამჭირდება, ბრძოლისთვისაც მზად ვარ..." - რას ამბობს შაბან მამედოვი
ახალგაზრდა მომღერალი, შაბან მამედოვი, გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" სოციალურ ქსელებში მის მიმართ არსებულ ნეგატიურ კომენტარებსა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფაზე საუბრობს. ასევე, იხსენებს შემთხვევას, როდესაც მომღერალი ჰამლეტ გონაშვილის საფლავთან სიმღერის გამო გააკრიტიკეს:

- ბატონი ჰამლეტის საფლავის ნახვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რისთვისაც ჩემს მეგობარს, მარიამ ქართველს უღრმესი მადლობა. მისი საფლავი ერთად მოვინახულეთ და ჩემთვის მართლა ძალიან ემოციური იყო. ამ ემოციებში მყოფმა გადავწყვიტე, ერთი პატარა სიმღერა შემესრულებინა. "ოროველა" შევასრულე, პატარა ვიდეო ჩავწერეთ და სოციალურ ქსელში დავდე. კომენტარების 99.9% ძალიან თბილი და პოზიტიური იყო. მაგრამ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გამაკრიტიკეს. ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვყოფ, რომელიც არც ქართველია და არც აზერბაიჯანელი. მან დამიწერა: "პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ღირებულებას რომ დაარტყი, ვინმე ჭკუიანი არ გყავდა, რომ მიგითითოს, კონკურს-კონკურს არ იარო და საფლავებზე არ წახვიდე და შენს თავს რეკლამა არ გაუწიო?!" - ასეთი კომენტარი იყო.

ასევე, პროექტი "ხალხურის" ერთ-ერთი კონკურსანტის ვიდეოზე, რომელსაც, სამწუხაროდ, პროექტის დატოვება მოუწია, ჩემ შესახებ ეწერა: "კი ბატონო, ვიღაც აზერს გაამარჯვებინეთ და ეს ადამიანი გაუშვით პროექტიდან." ძვირფასო ხალხო, ჯერ არავინ იცის, ვინ იქნება გამარჯვებული. როგორც ყველას, საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს, მეც ჩემი საქართველო და ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. თუ დამჭირდება, ბრძოლისთვისაც მზად ვარ. ეჭვი არავის შეეპაროს... სამხედრო ბაზაზე ვარ გაზრდილი. იარაღიც მჭერია ხელში. მე რომ ვხედავდე, დღეს სამხედრო სამსახურში ვიქნებოდი.

ქართველებმა ამ კომენტარის ავტორს ძალიან კარგი პასუხი გასცეს. გული სითბოთი ამევსო. ერთმა დამიწერა, შენ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმა ხარო. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ასეთი ხალხის სითბოთი და სიყვარულით გადავლახავ ამ ყველაფერს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow