მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე – საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
დღეს, 19 ივლისს კალვიზანოში, რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეცხრე ადგილისთვის „სტადიო სან მიხელზე“ ბრძოლაში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო. საქართველო 22-7 შოტლანდია ლელოები: 15, ხელაძე; 22, 59, შიოშვილი; 30, ღურწკაია — 33, ლოგანი გარდასახვა: ბოლქვაძე (1/3), სირბილაძე (0/1) — არვინი (1/1) ჯარიმები: მატჩი ჩვენი შეტევითა და მოლიდან შოთა ხელაძის მიერ დადებული ლელოთი დაიწყო, […]


დღეს, 19 ივლისს კალვიზანოში, რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეცხრე ადგილისთვის „სტადიო სან მიხელზე“ ბრძოლაში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო.
საქართველო 22-7 შოტლანდია
ლელოები: 15, ხელაძე; 22, 59, შიოშვილი; 30, ღურწკაია — 33, ლოგანი
გარდასახვა: ბოლქვაძე (1/3), სირბილაძე (0/1) — არვინი (1/1)
ჯარიმები:
მატჩი ჩვენი შეტევითა და მოლიდან შოთა ხელაძის მიერ დადებული ლელოთი დაიწყო, მაგრამ მსაჯმა ბლოკირების გამო ლელო გაგვიუქმა. მომდევნო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სანამ მოლის წყალობით ისევ ჩვენი კაპიტანი შოთა ხელაძე ლელოს არ დადებდა. ამის შემდეგ შოტლანდიელები გამუდმებით ჯარიმდებოდნენ, რის შედეგადაც 21-ე წუთზე შოტლანდია უკვე 13 კაცით დარჩა. მალევე მიხეილ შიოშვილმა ბურთი ჩათვლის მოედანში შერკინებიდან გამოსვლის შემდგომ დაამიწა და უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან კარგ ტურნირს ატარებს. 30-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ბურთი ხელდახელ წამოვიღეთ, სისწრაფეც ჩავრთეთ და მაღალ დონეზე დამუშავებული იერიში მათე ღურწკაიას ლელოთი დაგვირგვინდა. პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიაც გააქტიურდა და აუტიდან გათამაშებული ჭკვიანური კომბინაციის შემდეგ რუბენ ლოგანმა “სკოტებს” პირველი ქულები მიუთვალა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველები დაჯარიმდნენ, რასაც დუგლასის ლელო მოჰყვა, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ლელოც მოლში წესების დარღვევის მიზეზით გაუქმდა. 46-ე წუთისკენ ჩვენი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ბრიტანელებმა ბურთი ცარიელ სივრცეში გადაგვიკიდეს, რის შემდეგაც ბურთი დაგვივარდა და ლელო გავუშვით, მაგრამ ერთ-ერთი შოტლანდიელი მიმყოლი მორაგბე დამრტყმელზე წინ აღმოჩნდა და ეს ხუთი ქულაც აქტივში წაეშალათ. 59-ე წუთზე შოტლანდიელებმა თავიანთ 5-მეტრიან ზონაში მეორე სართულზე ვერ ივარგეს, რითაც მიხეილ შიოშვილმა ისარგებლა, დუბლი გაიფორმა და ტურნირის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა! საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს, ხშირადაც ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამ არეულ თამაშში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
შემადგენლობები:
საქართველო – შერკინება – 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო, კაპ.), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი) – ხაზი – 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 11. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო)
სათადარიგო: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. დაჩი წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია)
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია (საქართველო)
შოტლანდია – შერკინება – 1. მაკკენა, 2. სტეფენი, 3. ბლით-ლაფერთი, 4. ქოქბარნი, 5. გოდსელი, 6. დანკანი, 7. დუგლასი, 8. ლოგანი – ხაზი – 9. პატერსონი, 10. არვინი, 11. უოტსონი, 12. იული, 13. ვენტისეი, 14. ბრაუნი, 15. ფინდლეი
სათადარიგო: 16. რობერტსი, 17. პირსი, 18. შირერი, 19. მორსი, 20. ფირფი, 21. ქოუენი, 22. ქოეტსი, 23. ჰოქინგი
მთავარი მწვრთნელი: კენი მარეი (შოტლანდია)
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, საფრანგეთში გამართულ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც მეცხრე ადგილისთვის ფინალში ერთმანეთს ეს ორი ნაკრები შეხვდა და მაშინაც საქართველომ ანგარიშით 39-31 იმარჯვა. მომდევნო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს სწორედ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 12-ის ნაცვლად 16 გუნდი მიიღებს.
მარცხი მოსალოდნელი შედეგით – საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად – უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
PREVIEW: საქართველო – ესტონეთი
რაგბის გულშემატკივრების მიმართვა პრინციპულ თამაშამდე
U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს
U20. მ/ჩ: საფრანგეთმა არგენტინას სძლია, შოტლანდიამ ირლანდიას მოუგო
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
საქართველო VS შოტლანდია – ინფორმაცია შშმ პირების ბილეთებზე
U20. მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში – საქართველოს მეტოქეები, ისტორია, წესები…
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად – უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით – საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
What's Your Reaction?






