მილანი რასმუს ჰოილუნის იჯარით დამატებაზე მუშაობს
„მილანი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რასმუს ჰოილუნის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. ინგლისური კლუბის მიერ ბენჟამინ...

იტალიური გრანდი სწორედ თავდამსხმელს ეძებს და მზადაა ჰოილუნი 6 მილიონ ევროდ იჯარით გადაიბიროს, გამოსყიდვის უფლებით – 45 მილიონ ევროდ. თუმცა თავად ფეხბურთელი „მანჩესტერის“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ „ფიორენტინასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშეს.
22 წლის ჰოილუნმა „იუნაიტედის“ რიგებში 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მანამდე იგი ერთ სეზონს „ატალანტაში“ ასპარეზობდა, კარიერის დასაწყისში კი გრაცის „შტურმსა“ და „კოპენჰაგენს“ წარმოადგენდა.
What's Your Reaction?






