მილანმა ზინჩენკოს ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო
იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანი“ ლონდონის „არსენალის“ მარცხენა მცველით, ოლექსანდრ ზინჩენკოთია დაინტერესებული...

როგორც Corriere dello Sport წერს, „მეთოფეები“ 28 წლის უკრაინელ ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს ითხოვენ. ეს თანხა „როსონერისთვის“ მისაღებია და მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
ზინჩენკო ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, რადგან „არსენალში“ საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
What's Your Reaction?






