"მინდა თოფურია ვინმემ დაადუმოს" - ძიუბა ძალების მოსინჯვას MMA-ში აპირებს
არტიომ ძიუბა მხოლოდ ფეხბურთით აღარ კმაყოფილდება — როგორც ჩანს, რუსი თავდამსხმელი ახალი სპორტული გამოწვევისთვის ემზადება...

„უკვე მივიღე რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის pop-MMA-დანაც. ახლა მთლიანად ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული, მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვითამაშებ, მაგრამ შემდეგ შეიძლება ბრძოლებში მეც ვცადო თავი. ჩემი მწვრთნელის თქმით, 3-4 თვიანი მომზადება საკმარისია იმისთვის, რომ მოყვარულებთან ან შედარებით ძლიერ მებრძოლებთან შევძლო გამარჯვება,“ – განაცხადა ძიუბამ.
რუსი ფეხბურთელი ქართველ UFC ჩემპიონსაც შეეხო და მისი თქმით, თოფურია მეტისმეტად ხმაურიანია:
„მახაჩევი წონით კატეგორიას იცვლის და მადალენას ებრძვის, თუმცა სიამოვნებით ვნახავდი მას თოფურიასთან. მინდა, რომ ილია ვიღაცამ დაადუმოს. ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და ვფიქრობ, ისლამი მის წინააღმდეგ აბსოლუტური ფავორიტია,“ – თქვა ძიუბამ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძიუბა ისევ ტოლიატის "აკრონში" თამაშობს, აშკარაა — მისი ყურადღება უკვე სხვა არენაზეც გადადის, სადაც შესაძლოა, სპორტული კარიერის მეორე ფურცელი გადაიშალოს.
What's Your Reaction?






