“მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა ეხ­მი­ა­ნე­ბა მისი მე­უღ­ლის, კოტე იო­სე­ლი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის. 2018 წელს იო­სე­ლი­ან­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში უტა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. “ყვე­ლას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა – პი­რა­დია, წერ­ტი­ლი! მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ უტა ივა­ნიშ­ვილ­ზე, […] The post “მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა appeared first on .

ივნ. 9, 2025 - 12:57
 0
“მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა ეხ­მი­ა­ნე­ბა მისი მე­უღ­ლის, კოტე იო­სე­ლი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის.

2018 წელს იო­სე­ლი­ან­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში უტა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.
“ყვე­ლას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა – პი­რა­დია, წერ­ტი­ლი! მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ უტა ივა­ნიშ­ვილ­ზე, 7 წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­ზეც კო­ტემ ფაქ­ტი­დან სამ დღე­ში­ვე სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და ბო­დი­ში, გუ­შინ­დე­ლი კო­ტეს ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ტა­ცე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არაა და ეს არის მხო­ლოდ სა­ბა­ბი.

რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი კი არის ჩემი და­ში­ნე­ბა და ჩემი გა­ჩუ­მე­ბა.

ახლა მინ­და ძა­ლი­ან გარ­კვე­ვით ვთქვა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რის, კო­ტეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბის და გა­ტა­ცე­ბის დამ­კვე­თე­ბის, მათ შო­რის გელა გე­ლა­ძის გა­სა­გო­ნად – არ მე­ში­ნია, არ გავ­ჩუმ­დე­ბი და ვიბ­რძო­ლებ თქვე­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი რე­ჟი­მის დე­მონ­ტა­ჟის­თვის.

რე­ჟიმ­მა ჩათ­ვა­ლა რომ ისი­ნი მე ვერ მი­ჭე­რენ და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ჩემ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ზე­წო­ლა ჩემი ოჯა­ხით. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ არ მე­ში­ნია, არ გავ­ჩუმ­დე­ბი და ყო­ველ­თვის ვი­ტყვი სი­მარ­თლეს,“ – გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ამას­თან, ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, გუ­შინ მისი ქმა­რი უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და “8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, “მო­დუ­ლის” შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ“.
“ვა­კის აუზ­თან, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ სამ შვილ­თან ერ­თად, ღა­მით 5 ნიღ­ბი­ა­ნი თავს და­ეს­ხა ჩემს მე­უღ­ლეს, თუმ­ცა მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა მათ ვერ შეძ­ლეს. ამის შემ­დეგ თვა­ლე­ბი აუხ­ვი­ეს და ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში. თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი და ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი გა­ი­ტა­ცეს უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ის “მო­დუ­ლის” შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ.

ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნის შემ­დეგ 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ისი­ნი ჩვე­ნი 10 წლის შვი­ლის სკო­ლის და ჩვე­ნი ტყუ­პე­ბის ბა­ღის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას უსახ­ლებ­დნენ, მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა და მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით” – ამ­ბობს ბო­კუ­ჩა­ვა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ თინა ბო­კუ­ჩა­ვას მე­უღ­ლემ კოტე იო­სე­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის. ვი­დე­ოს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. “კოტე გცე­მეს? თუ ქუ­ჩამ “გა­კა­ჩა­ვა”?“ – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.
ცნო­ბის­თვის, 2018 წელს იო­სე­ლი­ა­ნი სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამის გამო, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და.

“ბო­დიშს ვიხ­დი თუკი არა­ე­თი­კუ­რად გა­მო­ვი­და და ვინ­მეს გრძნო­ბებს შე­ვე­ხე”, – და­წე­რა მა­შინ პო­ლი­ტი­კოს­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

The post “მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow