მის სერია B-ში დატოვებას არ აპირებენ - გოგლიჩიძით სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან
გოგლიჩიძის სერია B-ში დატოვებას არ აპირებენ - ქართველით სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან

იტალიური სპორტული გამოცემა TuttoMercato-ს ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველით, საბა გოგლიჩიძით, სერია A-ს რამდენიმე წარმომადგენელი დაინტერესდა.
საუბარია კლუბებზე, როგორებიც არიან: "ლაციო", "რომა", "ფიორენტინა" და "პარმა".
ამ გუნდებმა ოფიციალურად მიმართეს სერია B-ში დაქვეითებულ "ემპოლის", რომელთანაც გოგლიჩიძეს კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება – ისინი მოთამაშის პროგრესს აკვირდებიან და სიტუაციის განვითარებას ელოდებიან.
2004 წელს დაბადებული ქართველი მცველი ბოლო პერიოდში კარგ სპორტულ ფორმაშია და საკუთარ გუნდში სტაბილური საყრდენი ფიგურა გახდა. მისი ტექნიკა, პოზიციური ინტელექტი და ფიზიკური მონაცემები განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს იტალიური გრანდების სკაუტებმა.
TuttoMercato იუწყება, რომ "ემპოლი" საბა გოგლიჩიძეს დაახლოებით 7-8 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ახალგაზრდა მცველისთვის სერიოზულ ინვესტიციად ითვლება.
მოსალოდნელია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატრანსფერო საკითხი აქტიურად გაგრძელდება და შესაძლოა, გოგლიჩიძემ კარიერა ერთ-ერთ წამყვან იტალიურ კლუბში გააგრძელოს.
What's Your Reaction?






