"მისტერ, ეს თქვენი ბოლო დღეა კლუბში" - კილიან მბაპე კარლო ანჩელოტის

რეალის ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე ღია წერილს აქვეყნებს და ანჩელოტის ყველაფრისთვის მადლობას უხდის

მაი. 24, 2025 - 16:27
 0
"მისტერ, ეს თქვენი ბოლო დღეა კლუბში" - კილიან მბაპე კარლო ანჩელოტის
დღეს, ჩვენი დროით 18:15-ზე მადრიდის რეალი ლა ლიგის ბოლო შეხვედრას რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გამართავს, სადაც კლუბი კარლო ანჩელოტის დაემშვიდობება.

ამასთან დაკავშირებით რეალის ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე ღია წერილს აქვეყნებს და ანჩელოტის ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

მისტერ, დღეს თქვენი თავგადასავლის უკანასკნელი დღეა. მადლობა შენ და ყველა შენი გუნდის წევრს იმისათვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ.

დიდი პატივი იყო თქვენისთანა მწვრთნელთან მუშაობა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

- ამბობს კილიან მბაპე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow