მიქაუტაძის ლიონმა ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი დაიმატა

ფრანგულმა გრანდმა, „ლიონმა“, თავდასხმის ლეგენდის, პატრიკ კლუივერტის ვაჟი, რუბენ კლუივერტი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად...

ივლ. 27, 2025 - 15:27
 0
მიქაუტაძის ლიონმა ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი დაიმატა
ფრანგულმა გრანდმა, „ლიონმა“, თავდასხმის ლეგენდის, პატრიკ კლუივერტის ვაჟი, რუბენ კლუივერტი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად კლუბის სოციალური მედიის საშუალებით დადასტურდა. 24 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ფრანგულ გუნდს პორტუგალიური „კაზა პიადან“ 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მასთან გრძელვადიანი, 2030 წლამდე განკუთვნილი ხელშეკრულება გააფორმა.

რუბენი ფეხბურთში კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ იწყებდა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე სათამაშო პრაქტიკა სხვადასხვა კლუბში დააგროვა — მათ შორის „უტრეხტში“ და „დორდრეხტში“. ბოლო სეზონში კი თავი პორტუგალიის ჩემპიონატში მოასპარეზე „კაზა პიაში“ დამაჯერებლად წარმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ „ლიონის“ შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძეც დარჩება. როგორც ქართველმა ფორვარდმა განაცხადა RWDM Brussels-თან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ის კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და მზად არის ახალ სეზონში გუნდის წარმატებისთვის იბრძოლოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow