მიქაუტაძის ლიონში სერიოზული პრობლემებია - გამოცდილი ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გუნდში, ლიონის "ოლიმპიკში" შიდა სიტუაცია დაიძაბა...

აპრ. 25, 2025 - 15:27
 0
მიქაუტაძის ლიონში სერიოზული პრობლემებია - გამოცდილი ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გუნდში, ლიონის "ოლიმპიკში" შიდა სიტუაცია დაიძაბა.

როგორც ევროპული მედია იუწყება, გუნდის რთულ მდგომარეობას ხელი შეუწყო უეფას ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დრამატულ ორმატჩიან დუელში მარცხმა და ლიგა 1-ის 30-ე ტურში, რონის დერბიში "სენტ-ეტიენთან" (1:2) წაგებამ.

პრობლემების მთავარ მიზეზად გუნდის გამოცდილი ფეხბურთელების უკმაყოფილება სახელდება. მათ შორის არიან ალექსანდრ ლაკაზეტი, კორენტინ ტოლისო, ნემანია მატიჩი და სხვა ლიდერები, რომლებიც პაულო ფონსეკას გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. კონკრეტულად, ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ ძირითადი შემადგენლობის ადგილი ახალგაზრდებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეს, რაიან შერკის და მუსა ნიახატეს ერგოთ.

გამოცდილი ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ ფონსეკა ცდილობს გუნდში საკუთარი ავტორიტეტი დაიმკვიდროს, რაც ახალგაზრდებთან რეგულარული მუშაობითა და მათთვის სათამაშო დროის მიცემით ხდება. განსაკუთრებით მწვავე იყო ნემანია მატიჩის პროტესტი, როდესაც ის სასტარტო შემადგენლობაში არ აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში, ხოლო პოლ აკუოკუს დაყენება მისი აზრით უგონო გადაწყვეტილება იყო, რამაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი გამოიწვია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow