მიქაუტაძის შესაძენად მთავარი ფორვარდი გაყიდეს - რომელ კლუბს უკავშირებენ ქართველს

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, რომ „რომა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა...

ივლ. 1, 2025 - 18:27
 0
მიქაუტაძის შესაძენად მთავარი ფორვარდი გაყიდეს - რომელ კლუბს უკავშირებენ ქართველს
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, რომ „რომა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, „ჯალოროსიმ“ ტამი აბრაჰამი „ბეშიქთაშში“ 20 მილიონ ევროდ გაასხვისა და ახალ ფორვარდზე ფულის მობილიზებაც შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის განსაკუთრებული ინტერესი სწორედ მიქაუტაძეზეა და მან კლუბის ხელმძღვანელობას ქართველი ფორვარდის შეძენა თავად სთხოვა.

ცნობისთვის, მიქაუტაძის ამჟამინდელი კლუბი „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-შია დაქვეითებული და გუნდი უკვე სააპელაციო პროცესშია ჩართული. ეს ვითარება მისი შესაძლო ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow