"მოგვშორდი გუნდიდან" - ბაიერნის სამიზნე ლუის დიასს ლივერპულის ფანები დაუპირისპირდნენ

ბაიერნში გადავა თუ არა არ ვიცით, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ლუის დიასი გერმანული კლუბის სამიზნეთა სიაში იყო და არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს

ივლ. 9, 2025 - 02:27
 0
"მოგვშორდი გუნდიდან" - ბაიერნის სამიზნე ლუის დიასს ლივერპულის ფანები დაუპირისპირდნენ
ბაიერნში გადავა თუ არა არ ვიცით, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ლუის დიასი გერმანული კლუბის სამიზნეთა სიაში იყო და არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ერთი ისაა, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს ახლა ენფილდზე დაბრუნება ნაკლებად ენდომება, ყველაფერი კი მისი თანაგუნდელის გარდაცვალებას ეხება.

დიოგუ ჟოტას დაკრძალვას ლუის დიასის გამოკლებით მთელი ლივერპული დაესწრო. კოლუმბიელი ფეხბურთელი ამ დროს წვეულებას ესწრებოდა და თავს საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობდა.

მას შემდეგ, რაც დიასმა ჟოტასადმი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, გულშემატკივრებმა კოლუმბიელს სწორედ ამ ფაქტის გარშემო შეუტიეს.

სხვათა შორის, მაშინ როცა ლუის დიასის მამა კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა, მინდორზე დიასის ფორმის აფრიალებით მხარდაჭერა სწორედ ჟოტამ გამოხატა, ლუისის მხრიდან კი დაკრძალვის გამოტოვება ლივერპულის ფანებს ძალიან არ მოეწონათ და ფეხბურთელს გუნდის დატოვებისკენ სოციალურ ქსელში აქტიურად მოუწოდებენ

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow