მოლაპარაკებები დაწყებულია - პსჟს მეკარე კარიერას სხვა ჩემპიონატში გააგრძელებს
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის გალათასარაიმ პარი სენ-ჟერმენის რუსი კარის დარაჯის, მატვეი საფონოვის ტრანსფერზე...

წყაროს ცნობით, თურქულმა კლუბმა უკვე მოახდინა პარიზელებთან კონტაქტი და ოფიციალურად მიმართა საფონოვის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ამ ეტაპზე არ ჩქარობს, გავრცელებული ცნობებით, საფონოვის გაყიდვას არც გამორიცხავს — ყველაფერი გალათასარაის შეთავაზებაზეა დამოკიდებული. თუკი სტამბოლური კლუბი ფინანსურად მისაღებ წინადადებას გააკეთებს, შეთანხმების მიღწევა სრულიად რეალური გახდება.
What's Your Reaction?






