მორიგი სუპერ ტრანსფერი - ვის იმატებს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი
გერმანიის ფეხბურთის ლეგენდა ტომას მიულერი 35 წლის ასაკში მიუნხენის „ბაიერნს“ დაემშვიდობება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების...

მიუხედავად ასაკისა, მიულერი მიიჩნევს, რომ კვლავ შეუძლია მაღალი დონეზე თამაში და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა. როგორც ესპანური გამოცემა Fichajes იუწყება, მის მიმართ ინტერესს იჩენს იტალიური „ნაპოლი“, რომლის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ გამოცდილი მოთამაშე გუნდისთვის სასარგებლო იქნება.
მიმდინარე სეზონში მიულერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში 48 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. კლუბის მსოფლიო ჩემპიონატზე, „ფლამენგოსთან“ გამართულ მატჩში (4:2), მიულერი მოედანზე დამატებულ დროში გამოჩნდა.
მისი მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუმცა დიდია შანსი, რომ ტომას მიულერი კარიერის დასკვნით წლებს ევროპულ ტოპ-ლიგაში გაატარებს.
What's Your Reaction?






