"მსოფლიოში საუკეთესოა" - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია
დღეს, 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ნიცას" უმასპინძლებს....

ესპანელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველი, ვიტინია, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა თავის ამპლუაში:
"ვიტინიას პოზიციაზე მასზე უკეთეს მოთამაშეს ვერ ვხედავ. ის, ჩემი აზრით, ამ დროისთვის საუკეთესო ნახევარმცველია," – აღნიშნა ენრიკემ.
ვიტინია პარიზულ კლუბს 2022 წელს შეუერთდა პორტუგალიური "პორტოდან", ტრანსფერის თანხამ კი 41.5 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა, ასევე 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
What's Your Reaction?






