მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი - პრემიერი

მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე და მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია. „ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი ჯერ იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე. მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ნული. ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა. რატომ არ შემოიტანა განაცხადი რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ. როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც არის „დიფ სთეითის“ ერთი მორიგი თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

აპრ. 7, 2025 - 18:57
 0
მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი - პრემიერი

მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე და მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია.

„ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი ჯერ იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე. მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ნული. ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა. რატომ არ შემოიტანა განაცხადი რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ. როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც არის „დიფ სთეითის“ ერთი მორიგი თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow