“მხარს გულწრფელად გიჭერდი” – რას პასუხობს კალაძეს დოიაშვილი

რეჟისორი დავით დოიაშვილი ტვ პირველის ეთერიდან კახა კალაძეს პასუხობს, რომელმაც მას დღეს “პოლიტიკაში შესვლა” შესთავაზა: “მე კახა კალაძეს არ ვიცნობ. ორჯერ ვარ შორიდან შეხვედრილი. ის, რაც გავაკეთე მაშინ [მერობის კამპანიის დროს მხარდაჭერა], აბსოლუტურად გულწრფელი იყო ჩემგან იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებდა თავის დროზე, ჩემთვის უფრო მისაღები იყო ვიდრე ყველაფერი სხვა დანარჩენი. […] The post “მხარს გულწრფელად გიჭერდი” – რას პასუხობს კალაძეს დოიაშვილი appeared first on .

აპრ. 18, 2025 - 01:57
 0
“მხარს გულწრფელად გიჭერდი” – რას პასუხობს კალაძეს დოიაშვილი

რეჟისორი დავით დოიაშვილი ტვ პირველის ეთერიდან კახა კალაძეს პასუხობს, რომელმაც მას დღეს “პოლიტიკაში შესვლა” შესთავაზა:

“მე კახა კალაძეს არ ვიცნობ. ორჯერ ვარ შორიდან შეხვედრილი. ის, რაც გავაკეთე მაშინ [მერობის კამპანიის დროს მხარდაჭერა], აბსოლუტურად გულწრფელი იყო ჩემგან იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებდა თავის დროზე, ჩემთვის უფრო მისაღები იყო ვიდრე ყველაფერი სხვა დანარჩენი. კახა კალაძეს შემიძლია ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები აქ იმისთვის ვზივართ და საერთოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ მსახიობები, სპორტსმენები, ქორეოგრაფები არ იყვნენ პარლამენტში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნიადაგი შევამზადოთ რაღაცისთვის და დანარჩენი უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა… პირადად მე გპირდებით, რომ ვერასდროს, ვერსად, ვერცერთ დროს ვერ მნახავთ პოლიტიკაში. მე მინდოდა, რომ მქონოდა ჩემი საქმე. ჩვენი პროტესტიც დაიწყო აქედან, როდესაც ჩვენს ეზოში, ჩემს სახლში შემოვიდნენ , წაიყვანეს ჩემი არტისტი [ანდრო ჭიჭინაძე] და მითხრეს, რომ ეს შენ არ გეხება. დიახ, მე მეხება და დავიცავთ ყოველთვის ამას.” 

The post “მხარს გულწრფელად გიჭერდი” – რას პასუხობს კალაძეს დოიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow