"მხოლოდ ამას ვთხოვ" - მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას
საფრანგეთის ლიგა 1-ის დასრულება გიორგი მიქაუტაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა — მისი კლუბი „ლიონი“ სეზონის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში...

ლიონელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულეს - თუმცა, წესების მიხედვით, თუ საფრანგეთის თასის მფლობელი უკვე ევროტურნირის ზონაში მყოფი კლუბია, დამატებით ერთი ადგილი გადადის ქვემოთ მდგომ გუნდზე. თასის ფინალში ერთმანეთს პსჟ და რეიმსი შეხვდებიან. თუ პარიზელები თასსაც მოიგებენ და ეს საკმაოდ მოსალოდნელია — მაშინ „ლიონი“ კონფერენსის ნაცვლად ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, ხოლო კონფერენს ლიგის საგზურს ჩემპიონატის მეშვიდე ადგილზე მყოფი „სტრასბურგი“ მიიღებს.
ანჟერთან თამაშის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ იხუმრა, მაგრამ ამავდროულად სერიოზულადაც მიმართა ხვიჩა კვარაცხელიას: „ახლა ყველაფერი შენზეა — რეიმსი უნდა დაამარცხოთ!“
What's Your Reaction?






