ნაპოლის ყოფილი ლიდერი შესაძლოა კვლავ ხვიჩას თანაგუნდელი გახდეს
„პარი სენ ჟერმენი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს. Footmercato-ს ცნობით, ფრანგულ გრანდს ორი...

საფრანგეთიდან მიღებული ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში, უკვე შეხვდა კიმ მინ ჯეს წარმომადგენელს პარიზში. შეხვედრა ამ კვირის დასაწყისში შედგა და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიუნხენის „ბაიერნი“ სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პსჟ-სთვის სერიოზული ინვესტიცია იქნება.
კიმ მინ ჯემ „ბაიერნის“ მაისურით გასულ სეზონში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც შეძლო. მანამდე ის „ნაპოლის“ რიგებში ასპარეზობდა და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო, რაც შესაძლოა, პარიზშიც განმეორდეს.
რაც შეეხება ზაბარნის, არსებული ცნობებით, უკრაინელმა მცველმა უკვე გამოთქვა თანხმობა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე. თუმცა მისი ამჟამინდელი კლუბი, ინგლისური „ბორნმუთი“, 21 წლის ტალანტს 70 მილიონ ევოზე ნაკლებად არ შეელევა.
What's Your Reaction?






