ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის […]


ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
What's Your Reaction?






