„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა. ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება“. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ საჭიროა სწორი კომუნიკაცია, რომ ლევან ვარშალომიძე დაიხსნან უკანონო დაკავებისგან.

მარ. 18, 2025 - 23:57
 0
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა.

ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება“.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ საჭიროა სწორი კომუნიკაცია, რომ ლევან ვარშალომიძე დაიხსნან უკანონო დაკავებისგან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow