“ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის მეგობრები
22 მაისის დილას, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა 29 წლის მესტიელი ალპინისტი, მოთხილამურე და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი. მომხდარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია:სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 ადამიანი უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში, ნახეს გარდაცვლილიც. ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.AMBEBI.GE ნიკოს მეგობრებსა და კოლეგებს ესაუბრა.ლაშა ფირცხელანი:ნიკო იდეალური მეგობარი იყო, რთულია ჩემთვის საუბარი... გუშინ მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირაში ვიყავი იმავე მარშრუტზე. მთაში ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, არავინაა ამისგან დაზღვეული... ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი. ნიკო მალე 30-ის გახდებოდა, მას 5 და-ძმა ჰყავს (მასზე უმცროსები) და ყველას პატრონობდა. ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. ნიკოს „რედბულის“ - საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე იყვნენ ასული, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი - საბაზო ბანაკში. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია - კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს.შაკო მარგიანი:"მე და ნიკო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მეგობრები და კოლეგები ვართ საქართველოს სამთო გიდების ასოციაციაში. როგორც გავიგეთ, ყინულის ნატეხზე წამოედო თხილამური, რამაც ნიკოს კონტროლი დააკარგვინა. იქ დაახლოებით 45 გრადუსის ფერდია, სადაც ზურგით თუ დაეცი, ნულია შანსი, ვერ შემოტრიალდები, მიდიხარ, ეშვები. ასე დაემართა ნიკოს, გასძვრა თხილამურიც და ჩაფხუტიც, დაახლოებით 350 ვერტიკალი იფრინა, რაც სიგრძეში დაახლოებით 800 მეტრამდეა. გადარჩენის შანსი არ იყო. ნიკოს „რედბულის“ ათლეტები ახლდა, რომლებიც სამთო სპორტში მსოფლიოში ყველაზე გამოცდილები არიან (შვეიცარია-ავსტრიის ნაკრებია). ნიკოს 3 მოთხილამურე ახლდა, დანარჩენი ოპერატორები იყვნენ, რომლებიც ფერდიდან იღებდნენ სრიალს, მათ ნიკოს ძმა - ზურა ახლდათ, რომელიც ოპერატორების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს...ამ მარშრუტზე ნიკო პირველად წავიდა, იქ ერთხელ ადიხარ და ან გაგიმართლებს, ან - არა. 5 დღის წინ ხუთნი, ქართველები ავედით ამ მარშრუტზე. ეს ისეთი მარშრუტია, ცხოვრებაში ერთხელ თუ ახვალ. მანამდე ბევრი მარშრუტი დაგვილაშქრავს, როგორც ალპინისტებს, უმეტესად მესტიაში, ყაზბეგში... უშბაზე სხვადასხვა მხრიდან ავსულვართ როგორც ალპინისტები, მაგრამ თხილამურებით ქართველისთვის წარმოუდგენელი იყო იქ სრიალი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც უშბაზე გავბედეთ თხილამურით დაშვება. ჩვენ გაგვიმართლა, ნიკოს - არა, საუბედუროდ... ნიკოს ჰქონდა ასეთი ჩვევა, მწვერვალზე როცა ადიოდა, ჰარმონიკას უკრავდა ხოლმე, სულ თან ჰქონდა...ნიკო ჩვენი ასოციაციის, ალპინიზმის და ტურიზმის განვითარების საყრდენი იყო, ისეთი სახელიანი იყო, მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით და ასოციაციის მთავარ გულად მოვიაზრებდით, ის იყო ჩვენი ძმა, მეგობარი და უმაგრესი ადამიანი. ნიკოს მთელი სვანეთი დასტირის, უმაგრესი პიროვნება დავკარგეთ... რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდა, მისთვის შეუძლებელი არ არსებობდა, ყველაფერი გამოსდიოდა.. ნიკო გამორჩეული იყო მთელი თავისი ცხოვრებით, მას ყველაფერი დადებითი ჰქონდა, იდეალური ადამიანი იყო... ძალიან ძნელია ასეთი მეგობრის დაკარგვა“.წყარო: ambebi.ge

სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 ადამიანი უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში, ნახეს გარდაცვლილიც. ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.
AMBEBI.GE ნიკოს მეგობრებსა და კოლეგებს ესაუბრა.
ლაშა ფირცხელანი:
ნიკო იდეალური მეგობარი იყო, რთულია ჩემთვის საუბარი... გუშინ მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირაში ვიყავი იმავე მარშრუტზე. მთაში ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, არავინაა ამისგან დაზღვეული... ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი. ნიკო მალე 30-ის გახდებოდა, მას 5 და-ძმა ჰყავს (მასზე უმცროსები) და ყველას პატრონობდა. ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. ნიკოს „რედბულის“ - საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე იყვნენ ასული, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი - საბაზო ბანაკში. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია - კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს.
შაკო მარგიანი:
"მე და ნიკო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მეგობრები და კოლეგები ვართ საქართველოს სამთო გიდების ასოციაციაში. როგორც გავიგეთ, ყინულის ნატეხზე წამოედო თხილამური, რამაც ნიკოს კონტროლი დააკარგვინა. იქ დაახლოებით 45 გრადუსის ფერდია, სადაც ზურგით თუ დაეცი, ნულია შანსი, ვერ შემოტრიალდები, მიდიხარ, ეშვები. ასე დაემართა ნიკოს, გასძვრა თხილამურიც და ჩაფხუტიც, დაახლოებით 350 ვერტიკალი იფრინა, რაც სიგრძეში დაახლოებით 800 მეტრამდეა. გადარჩენის შანსი არ იყო. ნიკოს „რედბულის“ ათლეტები ახლდა, რომლებიც სამთო სპორტში მსოფლიოში ყველაზე გამოცდილები არიან (შვეიცარია-ავსტრიის ნაკრებია). ნიკოს 3 მოთხილამურე ახლდა, დანარჩენი ოპერატორები იყვნენ, რომლებიც ფერდიდან იღებდნენ სრიალს, მათ ნიკოს ძმა - ზურა ახლდათ, რომელიც ოპერატორების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს...
ამ მარშრუტზე ნიკო პირველად წავიდა, იქ ერთხელ ადიხარ და ან გაგიმართლებს, ან - არა. 5 დღის წინ ხუთნი, ქართველები ავედით ამ მარშრუტზე. ეს ისეთი მარშრუტია, ცხოვრებაში ერთხელ თუ ახვალ. მანამდე ბევრი მარშრუტი დაგვილაშქრავს, როგორც ალპინისტებს, უმეტესად მესტიაში, ყაზბეგში... უშბაზე სხვადასხვა მხრიდან ავსულვართ როგორც ალპინისტები, მაგრამ თხილამურებით ქართველისთვის წარმოუდგენელი იყო იქ სრიალი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც უშბაზე გავბედეთ თხილამურით დაშვება. ჩვენ გაგვიმართლა, ნიკოს - არა, საუბედუროდ... ნიკოს ჰქონდა ასეთი ჩვევა, მწვერვალზე როცა ადიოდა, ჰარმონიკას უკრავდა ხოლმე, სულ თან ჰქონდა...
ნიკო ჩვენი ასოციაციის, ალპინიზმის და ტურიზმის განვითარების საყრდენი იყო, ისეთი სახელიანი იყო, მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით და ასოციაციის მთავარ გულად მოვიაზრებდით, ის იყო ჩვენი ძმა, მეგობარი და უმაგრესი ადამიანი. ნიკოს მთელი სვანეთი დასტირის, უმაგრესი პიროვნება დავკარგეთ... რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდა, მისთვის შეუძლებელი არ არსებობდა, ყველაფერი გამოსდიოდა.. ნიკო გამორჩეული იყო მთელი თავისი ცხოვრებით, მას ყველაფერი დადებითი ჰქონდა, იდეალური ადამიანი იყო... ძალიან ძნელია ასეთი მეგობრის დაკარგვა“.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






