ნინო ბაგაშვილი ფლობს 7 ბინას, 1 საცხოვრებელი სახლს, 3 მიწის ნაკვეთსა და ორ ძვირადღირებულ ავტომობილს – დეკლარაცია
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას. bm.ge-მ სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა ცენტრის შემჭიდროება და დამატებითი მშენებლობები საცობების პრობლემის გამწვავებას. ” როგორც უკვე აღვნიშნე, საცობებს ქმნის ბევრი მანქანა არა მშენებლობები. შესაბამისად, ქალაქის ცენტრის შემჭიდროვება პირიქით არის იმის პირობა, […]


თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას.
bm.ge-მ სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა ცენტრის შემჭიდროება და დამატებითი მშენებლობები საცობების პრობლემის გამწვავებას.
” როგორც უკვე აღვნიშნე, საცობებს ქმნის ბევრი მანქანა არა მშენებლობები. შესაბამისად, ქალაქის ცენტრის შემჭიდროვება პირიქით არის იმის პირობა, რომ საცობები შემცირდეს, რადგან ისეთი ადგილების განვითარება სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია უკვე მაღალი ხარისხის მომსახურებაა და კიდევ პერსპექტივაში კიდევ უფრო განვითარდება”, – განაცხადა მან.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ბაგაშვილის 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, ის 7 ბინას, 1 საცხოვრებელი სახლს, 3 მიწის ნაკვეთს, 4 ფერწერულ ტილოს (ლადო გუდიაშვილის) და 2 ავტომობილს – 168 500 დოლარის ღირებულების Range Rover Sport-სა და 51 000 დოლარის Toyota Prado-ს ფლობს. ასევე, მის მფლობელობაშია 3 კომერციული ფართი, 4 არასაცხოვრებელ ფართი და 1 ავტოფარეხი
კერძოდ, ბინები მდებარეობს: თბილისში – ლისის იასამნების ქუჩაზე, 3 ბინა სულხან საბას ქუჩაზე, 1 ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, 1 ივანე მაჩაბლის ქუჩაზე და კიდევ ერთი ბინა დაბა ბაკურიანში. საცხოვრებელი სახლი კი სოფელ დიდ ლილოში მდებარეობს
2023 წელს, მაშინ, როცა ის თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, ხელფასის სახით 64 572,26 ლარი მიიღო
What's Your Reaction?






