ნიუკასლმა 55 მილიონ ევროდ ელანგა დაიმატა
შვედი შემტევი, ანტონი ელანგა, კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა....

ახალ კლუბთან ელანგამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. შვედმა უკანასკნელი ორი სეზონი „ნოტინგემში“ გაატარა, სადაც 82 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
მანამდე ელანგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ირიცხებოდა და ახალგაზრდობიდანვე დიდი ყურადღება მიიპყრო. ახლა კი ის „კაჭკაჭების“ ფორმაში ახალ ეტაპს იწყებს და პრემიერლიგაში თავისი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ წარმოჩენას ეცდება.
What's Your Reaction?






