"ნუ დაემსგავსებით ხვიჩას" - ფრანგული გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე ხუმრობს
საფეხბურთო არდადეგებს ხვიჩა კვარაცხელია სანაპიროზე ატარებს, საიდანაც კვარამ ფოტოები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა

ხვიჩას ფოტოებში ჩანს, რომ მზისგან დამწვრობა აქვს მიღებული, რაზეც Foot Mercato ხუმრობს და წერს:
"ნუ დაემსგავსებით ხვიჩას და სანაპიროზე ყოფნისას წაისვით მზისგან დამცავი კრემი", - წერს გამოცემა და კვარას ფოტოს აქვეყნებს.

What's Your Reaction?






