ოთხი კვირა გავიდა, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთის მხრიდან კი არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოსკოვზე ზეწოლა – კაია კალასი
ოთხი კვირა გავიდა, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთის მხრიდან კი არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოსკოვზე ზეწოლა – კაია კალასი უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და […]


ოთხი კვირა გავიდა, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთის მხრიდან კი არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოსკოვზე ზეწოლა – კაია კალასი
უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერება გვჭირდება“, – აღნიშნა კალასმა.
ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.
ipn.ge
What's Your Reaction?






