ოსიმენის მომავალი 100%-ით გადაწყდა - სად გააგრძელებს ნიგერიელი კარიერას
იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი „გალათასარაიში“ საბოლოოდ გაოფიციალურდა...

მოლაპარაკებები ნეაპოლურ კლუბთან წარმატებით დასრულდა და როგორც ცნობილია, „ნაპოლი“ გარიგებიდან 75 მილიონ ევროს მიიღებს. თანხის 40 მილიონი უახლოეს დღეებში ჩაირიცხება, ხოლო დარჩენილი 35 მილიონი – ეტაპობრივად, მომდევნო ერთ წელიწადში. დამატებით, ოსიმენის მიერ გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, „ნაპოლიმ“ შესაძლოა ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი ევრო მიიღოს. გარდა ამისა, მომავალი ტრანსფერის შემთხვევაში იტალიური კლუბი მოთამაშის გაყიდვიდან 10%-ს შეინარჩუნებს.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა – თუ მომდევნო ორ წელიწადში „გალათასარაი“ ოსიმენს იტალიურ გუნდს მიყიდის, მაშინ „ნაპოლის“ დამატებით 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს სტამბოლელებს.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, „ნაპოლიმ“ სოლიდური შემოსავალი მიიღო, თუმცა ექსპერტების შეფასებით, კლუბი უფრო მეტ მოგებას ნახავდა, დროულად რომ შეეთავაზებინა ოსიმენი „პსჟ“-სთვის, რომელსაც წარსულში ფეხბურთელით აქტიურად აინტერესებდა.
What's Your Reaction?






