ოფიციალურად - გურამ გიორბელიძემ ერზურუმსპორთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველი მცველი თურქული კლუბიდან წამოსვლას არ აპირებს

ივლ. 3, 2025 - 23:57
 0
ოფიციალურად - გურამ გიორბელიძემ ერზურუმსპორთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველმა მცველმა, გურამ გიორბელიძემ ამავე ლიგის კლუბ ერზურუმსპორთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

აი, რას წერენ თურქეთში გიორბელიძეზე:

კლუბის პრეზიდენტმა, აჰმედ დალმა, რომელიც სპორტული ცენტრის შესასვლელთან მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხბურთელს დაოჯახება მიულოცა და თბილად მიესალმა.

წარმატებულმა ქართველმა მარცხენა მცველმა პრეზიდენტ აჰმედ დალთან უკვე ისაუბრა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. პირველ შეკრებაზე გუნდს მრავალი უცხოელი ფეხბურთელი შეუერთდა, რის გამოც შეკრების პირველ დღეს სპორტული ცენტრი მენეჯერებით იყო გადაჭედილი.

- წერენ თურქულ მედიაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow