ოფიციალურად: მარკო არნაუტოვიჩმა ინტერი დატოვა

ავსტრიელი ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩი მილანის "ინტერს" გამოეთიშა. მოთამაშემ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირადად...

ივნ. 9, 2025 - 20:27
 0
ოფიციალურად: მარკო არნაუტოვიჩმა ინტერი დატოვა
ავსტრიელი ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩი მილანის "ინტერს" გამოეთიშა. მოთამაშემ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირადად გაავრცელა სოციალურ ქსელში. პოსტში არნაუტოვიჩმა მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს, ასევე აღნიშნა, რომ "ნერაძურში" კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს.

"ინტერის" შემადგენლობაში არნაუტოვიჩი ორჯერ თამაშობდა – პირველად 2009-2010 წლებში, შემდეგ კი კლუბს 2023 წელს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდს მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი აქვს – იმ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია A ერთდროულად მოიგო.

ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად კლუბის დატოვებისა, "ინტერის" გულშემატკივრად რჩება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow