პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ

პაკისტანს სრული უფლება აქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ უპასუხოს, – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაშია აღნიშნული. „პაკისტანელმა ერმა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად იციან, როგორ გაუმკლავდნენ მტერს“, – ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, „ინდოეთის სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები“. […] The post პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ appeared first on .

მაი. 7, 2025 - 04:57
 0
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ

პაკისტანს სრული უფლება აქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ უპასუხოს, – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაშია აღნიშნული.

„პაკისტანელმა ერმა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად იციან, როგორ გაუმკლავდნენ მტერს“, – ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, „ინდოეთის სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები“.

„ინდოეთი ამტკიცებს, რომ ტერორისტულ ბანაკებს დაესხა თავს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, საერთაშორისო მედიას შეუძლია, ეწვიოს ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ სამიზნე“, – განაცხადა ასიფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინდოეთის მთავრობაში კი განაცხადეს, რომ ინდოეთის სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, მათი ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.

The post პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow