პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია 14 აპრილის სხდომაზე დაიბარა

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაიბარეს. გახარიას გამოკითხვა 14 აპრილს არის დაგეგმილი. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარია დაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით. „14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში საქართველოს […]

აპრ. 12, 2025 - 23:27
 0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია 14 აპრილის სხდომაზე დაიბარა

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაიბარეს.
გახარიას გამოკითხვა 14 აპრილს არის დაგეგმილი.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარია დაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით.
„14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow