"პარმაში" გოგლიჩიძისთვის ადგილის გამოთავისუფლებისთვის უკვე ემზადებიან

"პარმაში" გოგლიჩიძისთვის ადგილის გამოთავისუფლებისთვის უკვე ემზადებიან

ივლ. 27, 2025 - 03:27
 0
"პარმაში" გოგლიჩიძისთვის ადგილის გამოთავისუფლებისთვის უკვე ემზადებიან
გამოცემა Football Italia იუწყება, რომ "მილანი“ და "ინტერი“ პარმას ნიჭიერი ახალგაზრდა მცველით, ჯოვანი ლეონით ინტერესდებიან. 18 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და უკვე რამდენიმე ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო. წყაროს ინფორმაციით, ინტერესი შესაძლოა გააქტიუროს „ლივერპულმაც“, რაც ლეონის მიმართ ინტერესის ტალღას კიდევ უფრო აძლიერებს.

"პარმა“, რომელიც მომდევნო სეზონში სერია A-ში ითამაშებს, სერიოზულად ფიქრობს კადრების შენარჩუნებაზე, თუმცა იცის, რომ შესაძლოა ახალგაზრდა ვარსკვლავის შენარჩუნება გაჭირდეს. სწორედ ამ სარისკო სცენარის გათვალისწინებით, კლუბმა უკვე დაიწყო ლეონის შემცვლელზე ფიქრი — ერთ-ერთ ალტერნატივად კი ემპოლის 21 წლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე განიხილება.

გოგლიჩიძე ამჟამად "ემპოლის“ ღირსებას იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ „ემპოლი“ არ არის კატეგორიულად წინააღმდეგი ფეხბურთელის ტრანსფერის, თუ შესაბამის ფინანსურ წინადადებას მიიღებს. რაც მთავარია, თავად გოგლიჩიძეც მზადაა კარიერული წინსვლისთვის და ახალი გამოწვევების მოსასმენად ღიაა.

გოგლიჩიძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 8 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ჯოვანი ლეონის ფასი ამავე საიტის მიხედვით 18 მილიონია, თუმცა "პარმა" მას 40 მილიონ ევროდ აფასებს — ცხადია, კლუბი იმედოვნებს, რომ მისი ტრანსფერიდან სოლიდური თანხის მიღებას შეძლებს.

ფაქტია, რომ საბა გოგლიჩიძეს წინ მნიშვნელოვანი ზაფხული ელის — პერსპექტივა, რომ მან სერია A-ს ერთ-ერთ ისტორიულ კლუბში გადაბარგება შეძლოს, სრულიად რეალურია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow