"პენალტი იყო და მათ ეს უნდა იცოდნენ" - პედრი მატჩის შემდეგ

ბარსას 8-იანი დარწმუნებულია, რომ ჩუამენიზე პენალტი უნდა დადებულიყო

მაი. 12, 2025 - 13:57
 0
"პენალტი იყო და მათ ეს უნდა იცოდნენ" - პედრი მატჩის შემდეგ
გუშინ ლა ლიგაში მორიგი სანახაობრივი ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც მასპინძელმა ბარსელონამ 4:3 მოიგო და პრიმერას ტიტულს ძალიან მიუახლოვდა.

აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი მოგროვდა, ერთ-ერთი უმთავრესი კი ფერანისა და ჩუამენის მომენტი გახლდათ, როდესაც ფრანგ ნახევარმცველს კარში მიმავალი ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა, თუმცა პენალტი მაინც არ დაინიშნა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი პედრიმ გააკეთა, რომლის თქმითაც 11-მეტრიანი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო.

ღრმად მწამს, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, ჩუამენის კი წითელი ბარათი უნდა მიეღო. არის რაღაცები, რაზეც დღეს ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა მათ უნდა იცოდნენ ჩვენი პასუხი, - პენალტი დასანიშნი იყო.

- ამბობს პედრი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow