პეტრ ჩეხის 16 წლის ვაჟი კარიერას პრემიერ ლიგის კლუბში გააგრძელებს

პეტრ ჩეხის 16 წლის ვაჟი კარიერას პრემიერ ლიგის კლუბში გააგრძელებს

ივლ. 8, 2025 - 17:57
 0
ლეგენდარული ჩეხი მეკარის, პეტრ ჩეხის ვაჟმა — დამიან ჩეხმა, პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი გადადგა: 16 წლის მეკარემ ლონდონის "ფულჰემთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

როგორც მამამისი, დამიანიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს და კარიერის დასაწყისშივე ერთ-ერთ პრემიერლიგურ კლუბს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული პეტრ ჩეხი წარსულში "ჩელსისა" და "არსენალის" ძირითადი მეკარე იყო და პრემიერლიგაში ჩატარებული 633 მატჩით "მშრალი" შეხვედრების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow