პიმბლეტი გამოირიცხა - ვინ იქნება ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე
ილია თოფურია, მიმდინარე წელს კიდევ ერთი ბრძოლის გამართვას გეგმავს. მიუხედავად აქტიური მოლოდინებისა პედი პიმბლეტთან დაპირისპირებაზე...

თოფურიამ ბოლო ინტერვიუში მიანიშნა, რომ მიუხედავად საშუალო წონით დივიზიონზე ფიქრისა, ის ჯერ მსუბუქ წონაში დარჩენას აპირებს და უახლოეს თვეებში კვლავ ამ კატეგორიაში იბრძოლებს:
„მესამე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ ახლა შევთანხმდით, რომ მსუბუქ წონაში ვრჩებით. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლა მინდა. ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ჯასტინ გეიჯია“
სპორტული წრეებში ყველაზე რეალურ და მომგებიან ვარიანტად ჯასტინ გეიჯის სახელია დასახელებული. იგი ამჟამად დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია და თოფურიასთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნებოდა როგორც რეიტინგული, ისე სარეკლამო თვალსაზრისით.
What's Your Reaction?






