"პლაჟზე ვმუშაობდი, შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა" - ილია თოფურიას წარმატების ისტორია

"პლაჟზე ვმუშაობდი, შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა" - ილია თოფურიას წარმატების ისტორია

ივნ. 29, 2025 - 12:57
 0
"პლაჟზე ვმუშაობდი, შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა" - ილია თოფურიას წარმატების ისტორია
დღეს ილია თოფურიამ გამანადგურებლად დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და UFC-ის მეორე წონის საჩემპიონო ქამარიც დაისაკუთრა.

თუმცა ამ წარმატების უკან წლების შრომა, რთული პირობები და დაუღალავი ბრძოლა დგას. თოფურიას არაერთხელ უსაუბრია იმ გზაზე, რომელიც ბავშვობის ოცნებიდან მსოფლიოს უძლიერეს ლიგამდე გაიარა.

ერთ-ერთ ინტერვიუში, ქართველმა მებრძოლმა გულწრფელად გაიხსენა საკუთარი წარსული:

"პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც".

ეს სიტყვები შორიდან მოსული გზავნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიზნების მისაღწევად ყოველ ნაბიჯს რთულ ბრძოლად განიცდის. თოფურია საკუთარი თავის სპონსორი იყო, მაშინ, როცა არც სახელგანთქმული მენეჯერი ჰყავდა, არც ფინანსური მხარდაჭერა და არც ვინმეს განსაკუთრებული იმედი შეეძლო ჰქონოდა.

"12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა" — იხსენებს ილია.

მაშინ, როცა მისი თანატოლები სავარჯიშო დარბაზის გარეთ ცხოვრების კომფორტით ტკბებოდნენ, ილია თან წვრთნიდა, თან მუშაობდა და თან ბრძოლაში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად იბრძოდა.

ილია თოფურია მხოლოდ სპორტული წარმატების მაგალითი არ არის — ის გამძლეობის, რწმენისა და საქმის სიყვარულის ხატებაა. მისი სიტყვები იმ ადამიანებისთვის, ვინც ოცნებას რეალობად არ მიიჩნევს, შეიძლება მარტივი, მაგრამ ყველაზე ძლიერიც აღმოჩნდეს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow