პროფესორმა ანა დოლიძემ მსოფლიოს ახალ წესრიგთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარემ, პროფესორმა ანა დოლიძემ მსოფლიოს ახალ წესრიგთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. „ანა დოლიძემ განიხილა საერთო სამართლის დასუსტების საკითხი, ის რომ წესრიგი რომელიც შემუშავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ მუშაობს, ბიპოლარული და უნიპოლარული სამყარო […]


პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარემ, პროფესორმა ანა დოლიძემ მსოფლიოს ახალ წესრიგთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან.
„ანა დოლიძემ განიხილა საერთო სამართლის დასუსტების საკითხი, ის რომ წესრიგი რომელიც შემუშავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ მუშაობს, ბიპოლარული და უნიპოლარული სამყარო იცვლება ახალი წესრიგით, რომელსაც აქვს რეგიონალიზმის ნიშნები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






