პსჟ-მ ბარკოლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო — ბრედლი ბარკოლა გუნდის შემადგენლობაში...

გარდა ამისა, პარიზული კლუბი უკვე მუშაობს ახალგაზრდა ფრანგთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდეა ძალაში, თუმცა კლუბს სურს, ბარკოლას მომავალიც უფრო მყარად უზრუნველყოს.
ბარკოლა პსჟ-ს 2023 წელს „ლიონიდან“ 42 მილიონ ევროდ შეუერთდა. გასულ სეზონში მან 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 20 საგოლე გადაცემა — რაც აშკარად მიუთითებს მის მნიშვნელოვან როლზე გუნდის შეტევაში.
What's Your Reaction?






